Monday, July 25, 2011

ჩემი მშობლიური მხარე

1. პროექტის სახელწოდება:ჩემი  მშობლიური   მხარე
2. პროექტის მოკლე აღწერა:  მშობლიური მხარის დახასიათება და გაცნობა.
3. პროექტის სრული აღწერა:ამ პროექტში მოცემული იქნება კუთხის გეოგრაფიული მდებარეობა,ბუნების შემადგენელი კომპონენტები,რელიეფი, დაახლოებით რა სიმაღლეზეა ზღვის დონიდან.რელიეფთან დაკავშირებული რომელი  სტიქიური  მოვლენებია    დამახასიათებელი .როგორი ჰავაა? ნოტიო თუ მშრალი.თოვლის საფარის სისქე.შიდა წყლები–როგორ იყენებენ  მათ? ნიადაგები –რა სახის ნიადაგები სჭარბობს, როგორ არის გამოყენებული,რა კეთდება ნიადაგების გასაუმჯობესებლად, რაში შეიძლება მათი გამოყენება.მცენარეთა საფარი ცხოველთა სამყარო,გავრცელებულ მცენარეთა ძირითადი სახეები.რა ფართობი უჭირავს ტყეს.არის თუ არა დაცული ტერიტორიები.            
4. მონაწილეთა ასაკი: 12–14 წელი
5. ვადები, ხანგრძლივობა: 1 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: გეოგრაფიულ   რუკებზე საკუთარი აღნიშვნების გაკეთება.მოძიებული ინფორმაციის ანალიზი. შეეძლებათ გააკეთონ ბუკლეტი,ალბომი.
7. მოსალოდნელი შედეგები: პროექტზე მუშაობა მოსწავლეს გაუზრდის მოტივაციას, ისწავლის საველე პირობებში მუშაობას,ამაღლდება მათი ცოდნა და ბუნების სიყვარული  ისწავლიან რუკების,ცხრილების,დიაგრამების შედგენას.გამოუმუშავდებათ ცოდნის შემოქმედებითად გამოყენების ურთიერთთანამშრომლობის,სამუშაოს დროში გადანაწილების და შეფასების უნარ–ჩვევები.

8. სარგებელი  სხვებისათვის: მოსწავლეები შეძლებენ გეოგრაფიული ობიექტების აღწერას,შეადგენენ მოგზაურობის მარშუტს,ხელმისაწვდომი გახდება ისეთი ინფორმაციები რომლის შესახებ ნაკლებად იყო ცნობილი.
9. სამუშაო ენა: ქართული 
10. საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია–სწავლობს მშობლიურ  ბუნება.ისტორია–ისტორიული ობიექტების აღწერა.მათემატიკა–გამოთვლიან მანძილს,გაზომავენ სიმაღლეს,ისწავლიან მაშტაბის მიხედვით რუკის შედგენას.ბიოლოგია–ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის გაცნობა.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან
12. პროექტის ავტორის სახელი: ნინო ხუნდაძე
13. პროექტის ავტორის ელ-ფოსტა:ninoxundadze
15. პროექტის ვებ-გვერდი: